Saturday, September 27, 2014

ვიმოგზაუროთ საუკუნეებში


                                                          რომელი საუკუნე ჯობია !
საუკუნეები თვლა შორს წაგვიყვანს,მაგრამ ყველაზე საინტერესო მისი შეცნობა.. არამარტო ინტელექტით არამედ ჩაცმულობითაც
               
15 საუკუნის ჩაცმულობა !
შუა საუკუნები რენესანსის პერიოდის ის
ნაწილია,სადაც ხელოვნება უდიდეს ადგილს
ჰპოვებს!
ამპერიოდში ლიტერატურას,ხელოვნებას
რაც მთავარია რელიგიას უდიდესი
ადგილი აქვს,ეს სურათზეც ძალიან კარგად
ჩენს! რადგან 15 საუკუნის ქალი ნაზი
და მორიედებულია!
ეს კი 16 საუკუნის ქმნილებაა,სახელად ოქრო! დიდი სიამოვნებით მოვირგებდი ეხლაც კი ..16 საუკუნის ქალი დახურულიდა მიუწვდომელია. ნაზია და ამავედროს ძალიან ძლიერია. 16 საუკუნის ევროპა განსხვავებულია 21 საგან .. ( საფრანგეთზე არ ვსაუბრობ ყველა ქვეყანაში რომელიც 16 საუკუნეს ეხება) რელიგიას აფასებენ,უყვართ. ხელოვნება ძლიერ განვითარებულია.ლიტერატურული ძეგლები უხვადააა!








20 საუკუნი 20იანი წლები. გახსნილი მხარ ბეჭით და ბეწვით,რომელიც ერთ დროს დაბალი დონის მანიშნებელიც იყო .
უკვე იწყო რღვევამ რელიგიის,მაგრამ არა სხვა ქვეყნებში.
ლიტერატურა პლიტიკაში გადადის.
ხელოვნება კარიკატურაში.
სცენა ომის ნაწილში.






20 საუკუნის 40-50 იანი წლები.რელიგიას სხვდასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირად ცემენ თაყვანს( სსსრ)
ამერიკული სტილი. მოდური .. აღსანისნავია,რომ ასეთი ქუდის დამზადება ჟაკლინ კენედის დამსახურებაა,რომელიც ჯონ კენედის ცოლი გახლათ.
ლიტერატურა ვითარდება.ხელოვნება გამოვიდა ბრძოლის ველიდან.
20 იანი წლების 60 -70 წლები. რელიგიის შედარებით დაფასებულია ლიტერატურა ვითარდება. ჩაცმულაბაში იგძნობა ახალი ფერები. კაბა მოკლდება.
20 საუკუნის 80 იანი წლები.
რელიგია ეს ის აუცილებელი წყაროა რომელიც ასახრდოვებს სულიერებას და ადამიანს.
ლიტერატურა გამოცოცხლდა.
ჩაცმის სტილი უკვე ფერთა შეხამებაში გადადის.

დადგა 1990 წელი. რელიგია თითქოს სადღაც იკარგება.ვერავინ ხვდება მის უდიდეს განძს სულიერებისა. და უცებ ეს კაბა ჯინსებით შეიცვალა. აი იმ ჯონსებით ეგრეთ წოდებული ქოიბოი რომ იცმევდა და ყველაზე დაბალ დონეთ რომ იყო მიღებული.
რელიგია თითქოს იკარგება. შემოდის დისკო,ახალგაზრდობა ლიტერატურას ხელოვნებას ყურადღებას აღარ აქცევს რადგან იწყება კომპიტერის ხანა.

და აი ჩვენი საუკუნე 21. რელიგია მე არ ვიცი რა ვთქვა. ჩემი აზრით მიუხედავად იმ უსულგულოებისა.რომლებიც საკუთარი ჭკუით საქმეს აკეთებენ ყველა ადმიანის გულშია სარწმუნოება და სიყვარული სიწმინდის.
ლიტერატურა ისე აღარ ვითარდება. ხელოვნება ..... სამაგიეროდ მოკლდება კაბა, იხსნება გულები კაბის. კომპიტერის ხანა ბზინვარებს !... მოდა კი გრძელდება ... რადგან 21 საუკუნის ქალი ეს საქმიანი ადამიანია!

Friday, September 26, 2014

თინეიჯერებისათვის!

                                                რატომ უნდა ვისწავლოთ კარგად!


ხშირ შემთხვევაში როდესაც ბავშვი აღწევს იმ ასაკს,როდისაც მას უკვე უდგება დრო,რომ აირჩიოს კარგი ან ცუდი გზა მშობელს დიდი მნიშვნელობა ენიჭება,როგორც მეგობარს და აღმზრდელს.საგამანათლებო საშუალება კი 21 საუკუნეში თითქმის ყველა შესაძლებლობის ადამიანს აქვს რომ მიიღოს.დაწყებითი კლასები ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისათვის. დროა დაიმსხვრეს ის სტერეოტიპი,რომელიც დაკავშირებულია პატარა ასაკთან.! რა არის მნისვნელოვანი ეს ჩემზე კარგად იცით,მაგრამ უკეკეთესია,რომ დამოუკიდებლობასაც მივაჩვევთ,განსაკუთრებით მესამე კლასის  შემდგომ,არ მაქ საუბარი 1,2,3 კლასელებზე. რატომ და რისთვის უნდა ვისწავლოთ. ეს შეკითხვა ძალიან სასაცილოა,რადგან პასუხი ყველას აქვს მიუხედავად მათი შესრულებისა.
პირველ რიგში პასუხი: რატომ არ უნდა ისწავლო,მერე მეორე ეს არის გზა, მესა მომავალი,შენი და მშობელის,მეოთხე იღმავებ ცოდნას და გეუბლობ შენთვის მნიშნელოვან ცნობებს. როგორ არ უნდა ვიცოდეთ საკუთარი ქვეყნის ისტორია,გეოგრაფია,ლიტერატურა.


























სკოლის დამთავრების შემდგომ იწყება ახალი ეტაპი და მისი თავისებურებები,მაგრამ ეს იმასრ ნიშნავს რომ სკოლის პერიოდი ასაგდებია,პირიქით... სწორედ სკოლაში უნდა გავაცნობიეროთ,რა გვინდა და რომელ გზით მოგვიწვეს წასვლა... არ არის აუცილებელი ქონდეს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა,მთავარია ქონდეს მიზანი იმ მწვერვალზე ასავლელად. გაუნათლებლობა არ ნიშნავს უინტელექტო ადამიანს..ამისი ბევრი მაგლითებიც გვაქ,მაგალითაად ჯერ კიდევ ბატონ-ყმობის პერიოდში უმრავლესობაც არ ქონდა იმისი საშუალება,რომ ესწავლათ და მიეღოთ დიდი განათლება,ამაზე კი ბევრი ოცნებობდა. ეხლა კი გვაქვს უფლება სწავლია,მაგრამ არა სურვილისა. რატომ არ უნდა იცოდე შოთა რუსთაველი,რატომ არ უნდა იცოდე დავით აღმაშენებელი,მსოფლიოს ისტორია,როგორ არ უნდა დაგაინტერესოს ანატომიამ,რომელიც მხოლოდ შენ გეხება,რათქმაუნდა თუ ცემ შენ თავს პატივს! როგორ არ შეიძლება მიგიტაცოს რუკის შესწავლამ,ან რატომ არ უნდა იცოდე ქვეყნები ეს ხომ ყველაზე პრიმიტიულია,როდესაც უფლის მიერ იბადები ამ ქვეყნად გაქვს შენი მისიები,ერთ ერთი საფეხური კი ეს სწავლა.

 სწავლა გაძლევს საშუალებას გაეცნო ბევრ ადამიანს,მოხვდე უფრო საინტერესო ადგილას,გახდე დაფასებული და სამაგალითო,შექმნა შენი სამყარო და დააასაქმო სხვაც. მიიღო საუკეთესო მომავალი,სადაც შენ მშობლებიც უნდა იმყოფებოდეს. ძალიან მაინტერესებს თინეიჯერებო,მეც ხომ თქვენი ტოლის ვართ.
- როდესაც თქვენი მშობლები მუშაობას რომ გარჩინოთ,მაშინ რატომ არ უნდა იმუშავოთ თქვენ რომ არჩინოთ ისინი.
ადვილად მისაღწევი ნამდვილად არ არის,მაგრამ გასაგებადნამდვილად ადვილია.!!!!!
- რატომ უნდა ვისწავლოთ? ყველაზე ადვილ შეკითხვაზე ზოგს პაუხები არ აქვს. მაშინ გაეცით ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ თქვენს თავში  პასუხებს
- როგორ აპირებთმთელი ცხოვრების გატარებას?
- რატომ არ აბედნიერებთ თქვენ მშობლებს?
- რითი აპირებთ ოჯახის რჩენას?
- და რატომ იუარესებთ საკუთარ მომავლს,როდესაც ღმერთმა მოგცათ შანსი?
- რას ეტყვით თქვენ შვილს,როდესაც დაგისვამთ ყველაზე ელემენტარულ შეკითხვას?
- და ბოლოს როგორი რეაქცია გექნებათ თქვენმა შვილმა რო არ ისწავლოს?
- ან და იქნებით საერთოდ სამაგალითო მამა !?



























სწავლა ნიშნავს ზოგადი სწავლის მიღებასაც,რომელი კლასგარეშე წიგნებით უნდა შეავავსოთ.ჩემი თაობა რომელსაც მეც გარკბეულად წილად მივეკუთვნები არარის ნაკითხი,მე ნაკითხს ვეძახი რომელიც თვეში 10 წიგნს მაინც კითხულობს და როდესაც მეცადინეობას მორჩება კომპიუტერთან კი არა წიგნთან მირბის.
90 იან წლებში კიდევ უფრო შორს ეს პრობლემატიკა არ ქონდათ იცით რატომ არ არსებობდა კომპიტერი,რომელიც დღეს საზღვარია წიგნსა და ადამიანს შორის!
კარგია განვითარება,მაგრამ განვითარების 99% წიგნშია. ჩემთავსაც მინდა მივმართო, რომ წავიკითხოთ უფრო მეტი და გავეცნოთ იმ სულიერებას რომელსაც FaceBook-ზე შესვლით ვერც კი გავიგებთ. აბა ვიპოვით Youtube-ზე გალაკტიონის- მე და ღამეს, იქნება იქ ვაჟა ფშაველას - შვლის ნუკრი და უამრავი ლიტერატურული ძეგლები ! კითხვა და კითხვა !

განათლება,მეცნიერება,მეცნიერება ადამიანი ცნობიერების წყარო,რომელიც კაცს აამაღლებს,და სულელურად არ წარმოაჩენს ასწავლის ცხოვრებას,მის თავისებურებას,ქმნის მაგალითს სხვებისთვის,ეს არის მომავალი და იმედი,შვილის ქვეყნის მშობლების ! ენით ვერ აღვწერ იმ სიტყვას რომელიც დაკავშირებულია იმ ფაქტების არ ცოდნასთან რომელიც ყველა ნორმალურმა ადამიანმა უნდა იცოდეს და ესმოდეს.
უფლის წყალობით ყველა ბავშვს აქვს სწავლის უფლება,რადგან სწავლა ეს მომავალია



























                                                               უძველესი დროიდან დღემდე

პირველი ბლოგი,რომელიც განკუთვნილი მაქ დღევანდელი დღისათვის,კრიტიკით სავსეა,იუმრს შეიძლება ვერ გაუძლოს,მაგრამ სატირა აუცილებლად იქნება. არ ვიცი ქართველი ხალხი,როგორ გაიგებს,მაგრამ დანამდვილებით ვხვდები,თუ რისი დაწერა მინდა ეხლა. საუკუნებიის განმავლობაში მხოლოდ ერთი რამ არ იცვლებოდა ქვეყნად,რელიგია და სარწმუნოება,მე არ მოვყვები თუ როგორი მორწმუნეები იყო სხვა ერის წარმომადგენლები,აი ქართველებზე კი მოგახსენებთ. მრავალი საუკუნების ჯერ კიდევ მირიან მეფის დროს,რომელიც ჩვენთის ძალიან ცნობილი ისტორიული მოვლენა,კაბადოკიიდან წმინდა ჯვრით ხელში ქართლისკენ გამოემართა წმინდა ნინო,რომელმაც შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში სარმუნოება და ქრისტეს რჯული,მან პირველ დღესვე დაანგრია ის სულელური კერპთაყვანისმცემლობა და სულიერება,რომელიც ადრე ქონდა ქართველ კაცს. მრავალი ბრძოლის შემდგომ თვით მირიანმაც კი იხილა თუ რა დიდი ძალა აქვს უფალს,რომელსაც ადრე წმინდა ნინოს ღმერთს უწოდებდა. მალევე იწყეს შენება ეკლესიების,პირველი ეს ჯვრის მონასტერი,დანგრეული იქნა არმაზის ციხე...  1 საუკუნის შემდგომ დიდმა ქარტეხილმა გადაუარა ქართლს.მტერთა რაოდენობა არ იცვლებოდა და არ მცირდებოა... ჯერ სპარსეთი იყო ჩვენი მოპირისპირე,შემოდგომ ასპარეზზე ოსმალები გამოჩნდენ,შემდგომ თურ-სელჩუკები,ყიზილბაშები.მონღოლები... ბოლოს ისე წავიდა საქმე რომ ქართველები ერთმანეთსაც დაერივნენ და გაიყო ქვეყანა. არსებობდა ქართლი,კახეთი,გურია,სამეგროლო,რაჭა,სვანეთი,იმერეთი,მაგრამ არ იცოდნენ სიტყვა საქართველო. ამ პერიოდშიც რომელიც 15-16 საუკუნეებს უკავშირდება ქართლში ოსმალები,კახეთში ყიზილბაშები იბრძოდნენ,უფრო სწორად ბატონობდნენ,ეს ხომ ყველაზე ადვილად მისახწევი ფართობი იყო მათთვის,რადგან არცეთმა მათგანმა არ იცოდა თუ რას ნიშნავდა ქართველი კაცი,მისი მხნეობა,უდიდესი პატივისცემა საკუთარი რელიგიის მიმართ.პატრიოტიზმი და მამაცობა. ყოველთვის იყვნენ გამწირველნი,მაგრამ მათი ძალა ვერ აღემატებოდა ბრძოლაში დაჭრილ და მომაკვდავ კაცის შეუვალობას და დამუარცხებლობას. რატომ იბრძონდნენ? საკუთარი რელიგიისთვის,ქვეყნისთვის დიდი სიყავრულისა და მოწიწებისთვის საკუთარი შემქნელის მიმართ. ეს გრძნობა იმდენად დიდი იყო მათთვის რომ არარსებობდა 300000 მტერი,ძალა რომელიც მათ დააამარცხებდათ. შემდეგ იყო ლეკიანობა,ასპარეზზე კი რუსები გამოვიდნენ. ყველაზე ტკბილი კამფეტიც კი მწარეა ზოგჯერ ზუსტად ასე დაემრთა მშობლიურ ქვეყანასაც. გაწირა საკუთარმა მოძმემ
,, აწ განთქმულია რუსთა სახელი,
ხელმწიფე უვისთ,ბრძენი და ქველი
დიდი ხანია გვაქვს ჩვენ ერთობა,
მტკიცე კავშირი,სარწმუნოება''

ამბობს ერეკლე მეორე,1795 წლის შედგებზე,აი იმ შედეგებზე სამშობლო რომ გაწირეს და ის 5000 კაცი სასიკვდილოდ გაიმეტეს. შემდეგი ეტაპი უკვე 1801 წელს უკავშირდება ქართლის  გაუქმება,რომელსაც მოყვა 1810 წელი ევტოკეფალიის გაუქმება,1811 წელი  იმერეთის სამეფოს გაუქმება. 19 საუკუნიდან მოყოლებული ებრძოდნენ რუსეთს,რომ არ შეელახა ის დიდი განძი რაც ჩვენ განგასხვავებდა სხვა ერის წარმომადგენლობისაგან.რატო ებრძოდნენ? იმიტომ,რომ ეს ყველაფერი იმ მომავალი პტარა ბავშვებისათვის გადაეცათ,არ დაეკარგათ მომავალი ქართველებისათვი მათი ფესვები,შრომობდნენ,რომ შეექმნათ ჩვენთვის,დიახ სწორედ ჩვენთვის ბედნიერი გარემო, სიყვარულის აღსავსე,ძლიერი,მორწმუნე ქვეყანა. რთულია დაატრიალო ბედის ბორბალი. თერგდალეულების ღვაწლით და უფლის მიერ მოცემული უდუდესი მადლით ისინი ახერხებდნენ საკუთარი ნიჭით და მხნეობით გამოეღვიძებინა ქართველი ხალხი.19 საუკუნის მოწურულს და უკვე 20 საუკუნის 20იან წლებში სიტუაცია უფრო დამძიმდა ასპარეზზე ყველაზე შეუბრალებელი გაერთიანება წამოვია წითელი ფერის დამღლელი არაფრის მომცემი უსულგულო ხალხი,რომელიც აქაც კი ქართველებს ებრძონა. 1921 წლის 25 თებერვალი:
,, თოვდა და თბილის ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი''

რაოდენ კარგად არის აღწერილის კოლაუ ნადირაძის ლექსში ეს სამყაროს დასასრული,რომელიც ბოლშევიკთა რაობაზე და მათ წესებზე იყო დამოკიდებული.
შეწყდა ის წმინა ზარების რეკვა,ქართველებისთვის არაფერი არა არის იმაზე უარესი,როდესაც საკუთარ იმ მშობლიურ მიწაზე აი იმ მიწაზე სადაც დაიღვარა უდიდესი ცრემლი,სისხლი,ჩვენთვის უნატერას სარწმუნოებისათვის,ამდროს კი ვიღაც უსულგულო შემოდის და გმართავს. 20 იანი წლები გრძელდებოდა და არ მთავრდებოდა .......სანამ დრომ 1985 წელს არ დაუკაკუნა და ხალხს გამოღვიძება არ დაავიწყებინა. აქაც კი დიდი პრობლემა შეიქმნა,1889 წელი, 1991 წელი,1993 წელი. უდიდესო ტკივილი გაჭირვება,ხალხი არ ცნობდა ერთურთს, ბრძონობდნენ ველურიებივით ბრძოლობდნენ და არ ჩერდებოდნენ. ამ პერიოდში კი სათავეში ქვეყანას ჩვენთვის ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილი,უდიდესი ღვაწლის და ძლიერების  მქონე კონსტატინე გამსახურდიას შვილი ზვიად გამსახურდია ედგა.მორწმუნე,უდიდესი სულიერების მქონე,პატრიოტი ადამიანი,მაგრამ აი აქაც იჩინა იმ უსუსურობამ ადამიანისა,აი იმ ჭიამ რომელიც ადამიას არ ასვენებს და ის შეუბრალებლად მოკლეს,არც უფლის არ შერცხვათ,არც ქვეყნის და არც ადამიანობის... ამ პერიოდის შემდეგ მე არ ვაპირებ გავარგრძელო პოლიტიკური საუბრები რადგან,არ მინდა სხვა თემაზე გადავიდე. სწორედ 20 საუკუნის განმავლობაში აი იმ დიდი რელიგიის გამო,რომლითაც ჩვენ სულიერებას ვასაზრდოვებთ ემსახურებოდნენ: ვახტანგ გორგასალი, ბაგრატ მესამე,ბარატ მეოთხე, დავით აღმაშენებელი, გიორგი მესამე,თამარ მეფე,ლაშა გიორგი,რუსუდან მეფე,დემეტრე თავდადებული, გიორგი ბრწყინვალე,ლუარსაბ პირველი,სიმონ პირველი, ქეთევან წამებული,გიორგი სააკაძე,თეიმურაზ მეორე,ერეკლე მეორე სოლომონ მეორე,სირცხვლია რომ დაგვავიწყდებს ბიძინა ჩოლოყაშვილი,ქსნის ერისთავები დამრავალი.....ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე და მისი დასი,იაკობ გოგებაშვილი ვაჟა ფშაველა ნიკოლ ნიკოლაძე,გრიგოლ ორბელიანი,დიმიტრი ყიფიანი ნიკოლოზ ბარათიშვილი... აკაკი წერეთელი,გალაკტიონ ტაბიძე,ჩვენი თანამედროვენი,გიორგი ლეონიძე რევაზ ინანიშვილი,ვალერიან გაფრინდაშვილი ნოდარ დუმბაძე,მერაბ კოსტავა ჭაბუა ამირეჯიბი დასხვები,რომლებმაც შექმნეს უდიდსი განძი. უკვე 21 საუკუნეში თუ გადავხედავთ რატომ,როგორ,ცრემლის დრონეზეც კი მივყავარ ამ დგომარეობას. ხალხი იცვლებაო, უკვე ვეღარ ვხედავ მე იმ პატრიორიზმ იმ შემართებას იმ მოწიიწებას რელიგიას,მორმწუნეობას და სიყვარულს უფლი,საკუთარი ხალხის მიმართ. ილია ჭავჭავაძე საკუთარ პუბლიცისტურ წერილებში ძალიან კარგად ასახავს ქართველი კაცის, 19 საუკუნის ქართველი კაცის რაობას,მაგარმ გონი ის უფრო 21 საუკუნის სასირცხვო მდგომარეობას აღწერს.  ის ზოგადად მიმოიხილავს ქართველი კაცის ცხოვრების წეს,რომელსაც სულ არ აინტერესებდა თუ როგორ მდგომარეობაში იყო კულტურა და ქართული სიტყვა. როდესაც მამულის გაგონებაზე კაცი გარკვეული ფართობის მქონე მიწას წარმოდგენდა,მერე სასამართლოშიც კი ამოყობდა თავს. ილია მართალი იმ დაპირისპირებასაც აღწერს რომლიც ეგრეწოდებულ არა ქართველების არამედ აზნაურების, გლეხების და თავადებს შორის იყო გავრცელებული,შუღლი და სიძულვილი. ბოლოს კი სიტყვა ქართველი,სად იყო და სად არის სიტყვა ქართველი,იმერელი,ქართლელი,გურული  მაგრამ არა ქართველი. დღეს დღეობით,უკვე შეიძლება ითქვას შემოვიდა ტენდეცია 21 საუკუნის და მისი ჯანის. სადღაა ის პატივისცემა ბავსვი უფროს ვერცნობს ადამიანი ადამიანს და ბოლოს და ბოლოს კაცი კაცს და ქალი ქალს . ესააა ის ჩვენი ევროპა ალბათ,რომელზეც ლოცულობდა ჩვენი წიპარები აი ის დღეს მათი სახელებიც რო აღარ ვიცით.
,, წარსული ქმნის აწმყოს,ორივე ერთად კი მომავალს''ამბობს ილია მართალი,მოდი ეხლა ჩავიხედოთ ჩვენ თავებში და ვთქვათ როგორ შევცვალეთ ეს წესი დღეს, რატომ გვინდა შევქმნათ ეს არარეალური არაფრის მომცემი საქმეები. აღარ გვაინტერესებს ქვეყანა,მხოლოდ საკუთარი თავი, დავკარგეთ ნდობა და ეს ნიღბები ისე მოვირგეთ რომ მის გარეშე ვეღარ წარმოგვიდგენია მომავალი. აი ჩვენი აწმყო აი ის მომავალი,რომლისთვისაც დაღვარეს სისხლი 300 არაგველმა 9 ძმამ ხერხეულიძემ,სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ეს ახალი გადცემები,თინეიჯერობები და მას აყოლილი ახალგაზრდობა. გადავრთე ერთხელ ერთ გადაცემაზე აღარ  დავასახელებ რომელზე იქ ეს უბადრუკი წამყვანები ვითომ და საქმის მეკეთებელნიდასცინოდნენ მამაოს ,რომელიც ვიდეოში საუბრობდა ,ამი შემდეგ რა ვილაპარაკო. უკვე ეს ტელევიზიაც ხომ შეიბღალა და ამ ,,არაჩვეულებრივი'' სიტყვებით მიმოიფანთა,ამაზრზენია... ღმერთმა ყველაზე მეტად ჩვენ დაგვაჯილდოვა რომ გვყავს უდიდელი,უნეტარესი.უწმინდესი განძი ქვეყნის ილია მეორე. სწორედ მისი ლოცვით ვცოცხლობთდა ვარსებობთ,მაგრამ სად ვუსმენთ მას, როდის ვიღებთმის აზრს.
საპატრიარქო ეს ის დიდი ადგილია რომლის გადაწყვეტილება არარის განკითქვის საგანი,ჩვენ კი ამ უსურმა ადამიანებმა მოვინდომეთ,სიტყვის თავისუფლება... უკვე შემაძრწუნებელია. გოგო გოგოს არ გავს,ეხლა კიდე იმიას წყვეტა დაიწყეს ქალს 2 კაცი უნდა ყავდეს თუ 1 ... ვცდილოვ კორექტული  ვიყო მაგრამ არ გამომდის.ყველაზე მეტად კი სასაცილო არა საცოდავები ის ადამიანებია,რომლებმაც საკუთარი ადგილი არ იციან.ვის ებრძვით,რატომ ებრძვით,რას ღებულობთ? ნუთუ ამიტომ იწვალეს,ნუ
თი ამიტომ ,რომ თქვენ თქვენი სისულელეებით მოგეფინათ სამყარო. არ გინდათ ხომ იცხოვროთ ლამაზი ცხოვრებით. რელიგიას ყურადღებას არ აქცევთ,კაცს არ ინდობთ და საერთოდ ისეთ გონებამიხდილობასაც შეუპყრიხართ რომ ისიც არ იცითრაა ცუდი და რაა კარგი. ახალი სახეები,კარგი რა,კარგი რა ! რომელი ახალი სახეები,სიშიშვლითპოპულარული თუ ძალიან ,,მაგარი'' ფრაზებით. მსახიობიაო,დღეს საქართველოში ყველა მსახიობია,მაგრამ არავინაა ნამდვილი პერსონაჟი.არ მინდა არავის შეურაწყოფა მივაყენო,მაგრამ გაეტოლეთ აბა,, ვარსკვლავებო'' ლეილა აბაშიძეს,სოფიკო ჭიაურელს,ედიშერ მაღალაშვილს,სპარტაკ ბაღაშვილს,იპოლიტე ხვიჩიას,ეროსი მანჯგალაძეს და უამრავ ჩვენთვის ნაცნობ მსახიობებს, უფრო სწორად დიდ მსახიობებს თავი,გონი შეგრცხვებათ,მაგრამ ეს გრძნობაც კარგია. არ გეგონოთ რომ ყველას ეხება ეს არსებობენ რათქმაუნდა არსებობენ დღესაც კარგი მსახიობები,მე ამას იმ ადამიანების მიმართებაში ვწერ სკოლა რო არააქვთ დამთავრებული სამსახიობოზე ,რომ არაავთ ჩაბარებული და რაღაც ჩვენთვის კარგად ცნობილი გზებით პოპულარობას რომ იწეპებენ.
ამერიკა,ამერიკა.გავიგეთ კაცო გავიგეთ,მაგრამ იქნება არ მინდა ეს შენი ამერიკა,იქნებ მინდა ის ქართული არ მინდა ,,Jingle bells'' მინდა რომ გავიგო ის კახური ხმების ის გურული ხმების ის იმერული ხმების ტრიო,კვარტეტი და კვინტეტი რომელიც ამშვენებდა ზევიდან აღმართულ მთას,მინდა გავიგონო საგალობელი,წმინდათა წმინდა.
რათქმაუნდა კარგია შექსპირი,მაგრამ მე ჩემ მიხეილ ჯავახიშვილი ყველას მირჩევნია, ვგიჯდები დოსტოევსკზე,პუშკინზე,მაგრამ ისე ვერავინ ვერ ჩაწვდება ჩემი გულის კარგს როგორც გალაკტიონი,მუხრან მაჭავარიანი,ვაჟა ფშაველა. რომელი წიგნი მოგწონს ხშირად კითხულობენ ყველაზე კარგი მისი პასუხია. რავიცი იციტ მე უფრო ერვოპულ ლიტერატურას ვაყენებ უპირატესობას. შე კაი დედმამიშვილო რამ უნდა გამაკვირვოს თეთრი საყელოს შემდეგნ,რამ უნდა მომცეს აღტაცება ნოდარ დუმბაძის მე ბებია ილიკო და ილარიონის შემდეგნ,ვინ უნდა გამანცვიფროს საკუთარი გრძნობებით მერის წაკითხვის შემდეგ. ვისშეუძლია სათაურშივე თქვას სათქმელი,როგორც ეს ილიამ თქვა თავისი უდიდესი ნაწარმოებით.,,კაცია ადამიანი!?'' რომელმა ქვეყნის კულტურამ უნდა მომიცვას ისე რომ დამავიწყდეს ,,ვეფხისტყაოსანი'' რომელ ევროპული ქვეყნის პოეტი ვიცით შოთა რუსთაველზე უკეთესი,განძი ქვეყნის და იმედი,მოწიწება,სიამაყე საქართველოსი.რელიგიას რაც შეეხება. მე არ მომწონს დღევანდელი ყოფა,რათქმაუნდა ეს ბევრს არ ეხება,რადგან ქართველები ეს იმ დიდი ხის ფესვები ვართ,რომელიც არაასოდეს არ იტყვის უარს საკუთარ რელიგიაზე,არ შებღალავს მის სახელს. ნუ იჩემებთ ყოვლის მცოდნეობად,უფლის მიერ შექმნილები ვართ და მოდი ვიცხოვროთ მისი გზით მადლობა ვუთხრათ უფალს,რომ ვართ მისი შვილები,ქართველები და ადამიანები.გვიყვარდეს ჩვენი მშობლები,გვიყვარდეს ჩვენი მტრები და მოძმები დავეხმაროთ ერთმანეთს,ნუ ვუსწრაფებთ სიცოცხლეს ერთურთს, დავაფასოთ რაც გვაქ და შევქმნათ კარგი,უკეთესი ჩვენი შვილებისათვის. მე იმედს ვიტოვებ რომ ლოცვა ყოვლადწმინდია ღვისმშობელისა დაგვეხმარებაჩვენ და გაგვაძლიერებს,უფალი არ დაგვტოვებს გაჭირვებაში,ჩვენ კი დროა ყურები გამოვიფხიკოთ და კარგისკენ წმინდისკენ ვისწრაფოთ რადგან:
მუხა კვალაც შეიმოსება !